თეგებით ძიება

"აი ასე, უპრეტენზიო ყოფიდან, უცაბედად აღმოცენდებიან ხოლმე ნამდვილი გმირები" - ვისზე წერს ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის საქმის ფარგლებში დაკავებულ პირებზე სოციალურ ქსელში წერს და მათ გმირებს უწოდებს:

"გმირს ვერ შექმნი. გმირად არავინ იბადება. იყო გმირი, არაა ცხოვრების წესი. აი ასე, უბრალო და უპრეტენზიო ყოფიდან, უცაბედად აღმოცენდებიან ხოლმე ნამდვილი გმირები.
სავსებით ცხადია, რას იტყვის მათზე ისტორია", - წერს გვარამია ფეისბუქზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართველმა სამართალდამცველებმა პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ამჟამად რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. სააკაშვილს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა