თეგებით ძიება

"დედა "გადკი უწიონოკს" მეძახის... მეუბნებოდა, რომ ისეთ მახინჯი ვიყავი, ცხოვრებაში არავინ მომეკარებოდა და მერე მისი სარჩენი უნდა ვყოფილიყავი..."

საზოგადოებრივი კამპანიის "მეც შვილი ვარ" ფეისბუქ გვერდზე მორიგი ისტორია ვრცელდება:

"თქვენთან ქვეყნდება ხოლმე იმ გოგოების ისტორიები, კომპლექსები და მოუშუშებელი ჭრილობები რომ აჰკიდეს მშობლებმა.
მეც ასეთი ვარ. მხოლოდ ძალიან გამხდარი ვიყავი. ავადმყოფობა არაფერი მჭირდა, უბრალოდ წონა მქონდა კატასტროფული სიმაღლესთან შედარებით.

დედაჩემს ყველა ამ შენიშვნას აძლევდა ყოველთვის, ვითომ ხუმრობით: რა იყო, ლიკა, არაფერს აჭმევ შენს გოგოს? ლიკა, თან შვილი გახლავს თუ მოლანდება? - და მსგავსი უკბილო ფრაზებით.

ამაზე გაბზარებული დედაჩემი ჩემზე იყრიდა ხოლმე ჯავრს: მეუბნებოდა, რომ ისეთ მახინჯი ვიყავი, რომ ცხოვრებაში არავინ მომეკარებოდა და მერე მისი სარჩენი უნდა ვყოფილიყავი მთელი ცხოვრება.
აბა ჩემი ძმა ოჯახში ყველას უყვარდა და ყველას კეთილგანწყობით სარგებლობდა.
მოკლედ, ოჯახი ძალიან მჩაგრავდა და მავიწროებდა. ეს იყო ალბათ სტიმული, რომ კარგად მესწავლა, ევროპაში წავსულიყავი და ბედს ვწეოდი.

ახლა მაქვს შესანიშნავი განათლება, შესანიშნავი ოჯახი (ჩეხი ქმარი მყავს ისეთი, რომ ვარსკვლავს ჰგავს). ჩემი სიგამხდრის პრობლემასაც ვუშველე, რა თქმა უნდა. ჩემს 5 წლის ტყუპებს შევხარი და ზუსტად ვიცი, როგორ არ გავზრდი - დამცირებას და შეურაცხყოფას არასოდეს ვაკადრებ.

დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი ძმა ახლა სხვანაირად ჭიკჭიკებენ, დედა "გადკი უწიონოკს" მეძახის (ანდერსენის საძაგელ ჭუკს, თავის ჭკუაში) და იუმორში უნდა გაატაროს ის წლები, რაც მაწამა მთელი ბავშვობა. ჩემი ძმა მეხვეწება, შენთან წამიყვანე, ამ ქვეყანაში "პონტი არააო". მაგრამ არ ვიცი, აქ რის გაკეთებას შეძლებს - მშობლებმა ჩამოყალიბებულ უსაქმურად და ლუზერად გაზარდეს.
მოკლედ ესაა, ჩემო კარგებო, ხანდახან ბულინგი ოჯახში შეიძლება ამ სიტუაციიდან გაქცევის მიზეზადაც იქცეს, მაგრამ თქვენს შვილებს ასე ნურასოდეს მოექცევით... ცოდოები არიან...".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა