თეგებით ძიება

"ჩემს შემოქმედებით გონებაში აუთენტური აჯანყება ხდებოდა..." - დემნა გვასალია

ქართველი დიზაინერი, "ბალენსიაგას" კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია ტავის კარიერულ გზაზე საუბრობს...

"მე რაც შემეძლო ყველაფერი ვცადე, რომ მარჯიელას მემკვიდრეობა გადამერჩინა, მაგრამ სამწუხაროდ, მაშინ "არავინ ვიყავი" და არ დამიჯერეს. სხვა გზა არ დამრჩა, ჩემი იდეებით წინ უნდა წავსულიყავი. ყოველთვიური გადასახედები კარს მადგებოდა და "შესაფერისი" სამსახური მჭირდებოდა, ამიტომ ლუი ვიტონში დავიწყე მუშაობა. ძალიან გამიმართლა, მაგრამ ლუი ვიტონში სხვისი ხედვის "აღმასრულებელ დიზაინერად" მუშაობით მოვიწყინე. მჭირდებოდა, რომ საკუთარ ხედვაზე პასუხისმგებლობა თავად ამეღო. მოკლედ, ბრაზისგან და უბრალო სურვილისგან, რომ მეკეთებინა, რაც მე მომწონს, შევქმენი ვეტმანი. მაშინ ჩემს შემოქმედებით გონებაში აუთენტური აჯანყება ხდებოდა. როდესაც ვეტმანი ბიზნესი გახდა და ფულმა დინება დაიწყო, ჩემი იდეალების და ოცნებების ერთგულება რთული გახდა, ამიტომ წამოვედი."


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა