თეგებით ძიება

"დიდი იმედი მაქვს, ამ დღესაც პაწაწინა სიყვარულით გაიხსენებენ" - ეკა ხოფერიას ემოციური პოსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, ეკა ხოფერია მასწავლებელთა დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"დიდი პატივი იყო დღეს ჩვენთვის ამ ადამიანებთან შეხვედრა და მათი ღვაწლის დაფასება.
ღვაწლმოსილი პედაგოგები ჩვენი საყვარელი აფხაზეთიდან, თითოეულის ისტორია ცალკე წიგნია, კინოც და სიუჟეტიც: როგორ მოდიოდნენ პატარა გოგო-ბიჭები სკოლებში, როგორ იწყებდნენ, როგორ ასეავლიდნენ და ზრდიდნენ თაობებს, როგორ გაიარეს ომის წლები .. ზოგიერთი მათგანი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუშაობდა .....

ასევე წლის საუკეთესო მასწავლებლები დავაჯილდოვეთ დღეს, ჩვენი იმედი და დასაყრდენი!
და ჩვენი სტიპენდიანტები, ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიანტები. ეს ახალგაზრდა თაობა აფხაზეთის თემებზე მუშაობს და ახალ ხედვასა და ნაშრომს დებს ამ მიმართულებით. გალის სკოლადამთავრებულებიც მათ შორის.

გვინდოდა მასწავლებლებს განსაკუთრებული საჩუქარი დარჩენოდათ ჩვენგან. არის ასეთი პროექტი-"პოსტერო"-ანბანთქების გრაფიკა. თითოეული მასწავლებლის სახელის პირველი ასოს ამსახველი ანბანთქება ვაჩუქეთ, რომელსაც ისინი მათი ოთახების კედლებზე ჩამოკიდებენ და საყვარელ მოსწავლეებსა და წლებს რომ მოიგონებენ, დიდი იმედი მაქვს, ამ დღესაც პაწაწინა სიყვარულით გაიხსენებენ.
მადლობა დიდი და ყველას, ჩვენს საყვარელ მასწავლებლებს, კიდევ ერთხელ გულით გილოცავთ ამ დღეს ", - წერს ეკა ხოფერია ფეისბუქზე.

5 ოქტომბერი მასწავლებელთა დღეა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა