თეგებით ძიება

„ჩემი ბიჭი მომიკვდა. ყველაზე ძალიან ვინც მიყვარდა... უბედური ვარ" - ინგა გრიგოლია

ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

ჟურნალისტი წერს, რომ მას საყვარელი ძაღლი დილით საწოლთან მკვდარი დახვდა.

„ჩემი ბიჭი მომიკვდა. ყველაზე ძალიან ვინც მიყვარდა. ყველაზე უბედური ვარ მთელ დედამიწაზე.

ცისარტყელაზე წავიდა თუ სადმე სხვაგან არ ვიცი, მაგრამ მის გარეშე რომ ერთი დღე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება, ეგ ნამდვილად ვიცი.

არ ვიცი რა ჭირდა, ფეხები მოწყდა ბოლო დროს, ძლივს დადიოდა და ვერაფერი გაუგეს ექიმებმა((((( დილით დამხვდა გაყინული, ჩემი საწოლის გვერდით. ვერასოდეს გადავიტან ამას", - წერს გრიგოლია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა