თეგებით ძიება

"ნუ გვაშინებთ! მიშას სიკვდილით ნუ გვაშინებთ!" - გოგა ხაჩიძე

"გირჩის" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, გოგა ხაჩიძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს:

"ნუ გვაშინებთ!
მიშას სიკვდილით ნუ გვაშინებთ!
ეგრე შეაშინეთ დამწყები ერები და ქვეყნები!
ჩვენ ეგრე ვერ შეგვაშინებთ!
ჩვენ ილია მოვკალით, ზვიადი მოვკალით და კიდევ ათობით, ასობით და ათასობით მოვკალით, მოვაკვლევინეთ, ან რომ კლავდნენ ხმა არ ამოვიღეთ...
ჰოდა ნუ გვაშინებთ!
მრავალსაუკუნოვან ქართველ ერს, მიშას სიკვდილით ნუ გვაშინებთ!
ამ მრავალი საუკუნის განმავლობაში, სწორედაც რომ მიშებს ვკლავდით თუ გვყავდა, თორემ აბა ღარიბაშვილის მსგავსები თავისით კვდებიან.
ჰოდა ნუ გვაშინებთ!
ღვთისმშობლის კალთის ქვეშ, სიბნელეში, წმინდა დუმილით გასუსულებს აღარაფრის გვეშინია...
(მრავალჟამიერი დამაკვდებოდა ფონად ბლიად’)", - წერს ხაჩიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა