თეგებით ძიება

"ღვთისმშობელს გულში რომ არ ჰყავდეს ჩახუტებული მიშა და კალთას არ აფარებდეს, მისგან არაფერს დატოვებდა პუტინი!” – გოცირიძე

“ენმ”-ის წევრი, მეგი გოცირიძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს:

“რაც დღეს ყროყინამ იყროყინა პატიმარ მიშაზე, ზუსტად იგივეს ამბობდნენ უკრაინაში რომ იჯდა. დაიკიდეთ!

აქაც და იქაც რუსეთი დგას ამის უკან. მიშამ იცოდა რაზე მიდი- მოდიოდა, ისიც იცოდა და იცის, რომ გადამწყვეტ ბრძოლაშია საქართველოს გადასარჩენად და ამ ბრძოლას მოვიგებთ კი არა, ეს ბრძოლა უკვე მოგებული გვაქვს და საქ. უახლესი ისტორიის ახალ ფურცელს წერს…მიშას მთავარანგელოზები რომ არ იცავდნენ და მამა ზეციერი, დედა ღმრთის მშობელ მარიამს გულში რომ არ ჰყავდეს ჩახუტებული და კალთას არ აფარებდეს, წმინდა გიორგი რომ არ მიუძღვოდეს ბრძოლაში, სადაც ლამის 30 წელი ჩართულია, მისგან არაფერს დატოვებდა მსოფლიოს გამოურწყავი ფურუნკული პუტინი !

დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ მაინც ვიტყვი, ვინც დღეს იმას ამბობს, მიშა ჩამოიტყუეს და დააჭერინესო, ან დეგენერატია ან ივანიშვილის რუსულ ოცნებას ახმოვანებს კონკრეტული მიზნით, რაშიაც დღევანდელმა ღარიბაშვილის წერილმაც დამარწმუნა, ერთი-ერთში, რომ ემთხვევა ….

ვინც აქამდე ვერ გარკვეულა მიშას შესაძლებლობებსა და უნარებში, სხვების დარწმუნებას თუ შეეცდება, მათზე დეგენერატები თუ იქნებიან ან ისინიც და სრულიად გაცნობიერებულად ახმოვანებენ ივანიშვილის რუსულ ოცნებას.

კარგია, რომ სულ ათი_თხუთმეტნი ხართ და მეტი არა, თორემ მართლა ვინერვიულებდი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ბრიფინგი დასრულებულია", - ამბობს გოგიტიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა