თეგებით ძიება

"საშიშია, როცა ასეთი მანიაკი თავზე გაზის..." - ირინა სარიშვილი ღარიბაშვილზე

ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი პრემიერ-მინისტრის წერილს ეხმაურება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით გაავრცელა.

"სიმართლე გითხრათ, ამ ბოროტი კლოუნის – ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე აღარ მეცინება. ჯერ ერთი, უბრალოდ საშიშია, როცა ასეთი მანიაკი თავზე გაზის და მეორეც – მისი გამონათქვამები მიხეილ სააკაშვილზე დიდი ალბათობით არის არა მისი პირადი ინიციატივა, არამედ პუტინის ჩანაფიქრის განხორციელებისკენ გადადგმული ნაბიჯი და ეს სრულებითაც არაა სასაცილო.
არ ვიცი რა, მაგრამ რაღაც უნდა მოვიფიქროთ! თან სასწრაფოდ!", - წერს ირინა სარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნულის, რომ: "საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა