თეგებით ძიება

"თეა წულუკიანი ანტინობელის პრიზის ლაურეატი გახდა" - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაბის" წევრი, რომან გოცირიძე საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

"გაიხარეთ ხალხოოო, თეა წულუკიანი წლევანდელი ანტინობელის პრიზის ლაურეატი გახდა!
როგორც ცნობილია, ნობელის პრემიის პარალელურად ხდება ანტინობელის პრიზით დაჯილდოვება. ეს ნობელის პრემიის პაროდიული ანალოგია, რომელიც გადაეცემა სერიოზული სამეცნიორო კვლევების იმ ავტორებს, რომლებმაც თავი უფრო კომიკური შინაარსით დაგვამახსოვრეს, ვიდრე მეცნიერული მიღწევებით.

წლევანდელი დაჯილდოვება ისტორიულია საქართველოსთვის. ეკონომიკის დარგში ანტინობელის პრიზი დაიმსახურა მონპელიეს ბიზნეს სკოლის პროფესორმა, ფრანგმა მკვლევარმა, პაველ ბლავატსკიმ, ნაშრომისათვის: “პოლიტიკოსების სიმსუქნე და კორუფცია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში”. მისი ნაშრომის მიაზნი იყო, დაედგინა, შეიძლება თუ არა პოლიტიკოსების სიმსუქნე ყოფილიყო ამა თუ იმ ქვეყანაში კორუფციის დონის ინდიკატორი. მან შეისწავლა 299 მინისტრის წონა და გამოთვალა 15 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობების სიმსუქნის ინდექსი. აღმოაჩინა, რომ კორუფციის ყველაზე დაბალი დონე არის ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში და საქართველოში. აწონა ამ სახელმწიფოების მინისტრები და საოცარი შედეგი მიიღო: ერთმანეთს დაემთხვა კორუფციის ინდექსი და მატავრობის სიმსუქნის ინდექსი. მინისტრებს შორის ყველაზე მსუბუქი აღმოჩნდა საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

ქალბატონი თეა, აწ უკვე კულტურის მინისტრის რანგში, აპირებს თავისი დიდი წვლილის შეტანას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. როგორც კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციით ირკვევა, კულტმინისტრი დიეტაზე დაჯდა და მომავალ ამ დრომდე სხეულის მასის 6,66 კილოგრამით დაკლებას აპირებს.

ამ აღმოჩენას აუცილებლად გავითვალისწინებთ და ვერცერთი მძიმეწონოსანი ვერ მოხვდება ახალ კოალიციურ მთავრობაში.
P.S. სამეცნიერო ნაშრომის რეზიუმე მოცემულია ქვემოთ, პორველივე კომენტარში", - წერს გოციიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა