თეგებით ძიება

"წამოძახება ბ@ზი" ხარ და ქუჩა-ქუჩა დაეთრევი... ჩემს ძმას ჩემი სახლიდან გაგდება უნდა"

საზოგადოებრივი კამპანიის "მეც შვილი ვარ" ფეისბუქ გვერდზე მორიგი პოსტი ვრცელდება:

"თავის ტკივილით ცხოვრება. დამცირებას შეჩვევა. შეურაცხყოფა და პირადი სივრცის მუდმივი დარღვევა. როცა სახლში შედიხარ აფთიაქში სადღეღამისო მორიგეობის შემდეგ, იმის წამოძახება, რომ "ბოზი" ხარ და ქუჩა-ქუჩა დაეთრევი. სპეციალურად შებოლება სახეში სიგარეტის, რის გამოც იცის, რომ ძალიან ცუდად ვხდები. ჭურჭლის სპეციალურად ბევრის დასვრა და ერთი ჭამის დროს 5 თეფშის გამოცვლა, რომ საქმე მომიმატოს. ღორი ძმაკაცების მორეკვა სახლში ვითომ ფეხბურთის საყურებლად (არც ერთი არ უყურებს საერთო ჯამში, ტელეფონებშია ჩამძრვალი ყველა), რომ მე ვულაგო ლუდის და თევზის სუნით აქოთებული დივანი. ჩემი კომპიუტერის აღება და უკან არდაბრუნება, გასაღების მოპარვა ჩემთვის და შემდეგ სახლში არშემოშვება. ჩემი ტანსაცმლის ჩემ უკითხავად ჩუქება მეზობლის გოგოებისთვის.

უთვალავია ჩემი ძმის მსგავსი ქმედებების ჩამონათვალი. რაც მშობლები არ გვყავს, მთლად უკონტროლო გახდა. ამ სახლიდან ჩემი გაგდება უნდა და ამიტომ მავიწროებს ასე. ვიცი თეორიულად, რომ მაგრად უნდა დავდგე, მაგრამ სინამდვილეში ამის გაკეთება ჩემს ძალებს აღემატება... მგონი უკვე ნელ-ნელა ვყრი ფარ-ხმალს... ეს ნამდვილი უსამართლობაა...".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა