თეგებით ძიება

ალბათ თავს იცავს მოწამვლისგან - თემურ ჯანაშია სააკაშვილის შიმშილობაზე

სააკაშვილი ალბათ თავს იცავს მოწამვლისგან, ან სხვა რაიმე ზემოქმედებისგან, - ამის შესახებ "ნაცმოძრაობის" წევრმა, თემურ ჯანაშიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ განაცხადა, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაკავების დღიდან შიმშილობს.

"ის, რომ პუტინის დაკვეთით ზის ეს ადამიანი ციხეში , ეს არ არის არავისთის ახალი. რომ წარმოიდგინოთ, ადამიანი ზის ლეფორტოვოს ციხეში, ვთქვათ, ასეთი ვითარება და მოცემულობა გვაქვს. ის ნაწილიც, რა თქმა უნდა, რომ ადამიანი შიმშილობს, ნაწილობრივ იმასაც მიანიშნებს, რომ იმასთან ერთად, რომ ეს პროტესტის სახეა, ის ადამიანი ალბათ თავს იცავს მოწამვლისგან, ან სხვა რაიმე ზემოქმედებისგან. რაც შეეხება დანარჩენს, რა სახის სხვა საფრთხე შეიძლება ციხეში ჰქონდეს ადამიანს, ჩვენ შეგვიძლია სხვა მაგალითები გავიხსენოთ, რაც რუსეთს ციხეებში ხდება", - განაცხადა ჯანაშიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს და უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა