თეგებით ძიება

"შეკითხვა მაქვს სააკაშვილის ყოფილ თანამებრძოლებთან" - მაია ნადირაძე მიმართვას ავრცელებს

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, მაია ნადირაძე ყოფილ თანაგუნდელებს დაკავებული მიხეილ სააკაშვილის თაობაზე კითხვით მიმართავს:

"შეკითხვა მაქვს სააკაშვილის ყოფილ თანამებრძოლებთან - ყველასთან, ვინც მონაწილეობდით ქართული სახელმწიფოს შექმნაში და ახლაც აქტიურად პოლიტიკოსობთ.

თქვენმა შვილმა, ძმამ, მამამ ან თუნდაც მეგობარმა, რომელმაც გაწყენინათ (არ დაგიჯერათ, შეეშალა, გადაუხვია… რომელიც გინდა აარჩიეთ) და მერე განსაცდელში ჩავარდა, ნიშნს მოუგებთ, მიაფურთხებთ, უფსკრულის პირას მდგომს ხელს კრავთ?
აი, მართლა მაინტერესებს, რას იზამდით?

გადაახტებოდით თქვენ ეგოს, დაძაბავდით ნებისყოფას და გაიხსენებდით, როგორები იყავით ამ ცოტა ხნის წინათ, რა შეგეძლოთ და რას აკეთებდით; თუ რაღაც ტყლარჭი, უაზრო ბაასით ინგა გრიგოლიებთან უკვე გაქუცულ ეგოს გაანოყიერებდით?

თუ ტვინს ძალას დაატანთ, ძალიან აშკარად შეიგრძნობთ, რომ ამ თქვენი “უბირი შვილის” გაწირვას გადააყოლებთ საკუთარ ღირსებას და საკუთარ ადგილსაც სამყაროში (და სამშობლოსაც).

მე ვისაც მივმართავ, იმდენად მაინც მიცნობენ, რომ მიშას უპირობო “ერთგულებაში” ან კერპომანიაში არ ვარ შემჩნეული.
თქვენი საქმის თქვენ იცით, მაგრამ…

გაკვირდებით 2008-იდან და ისე პატარავდებით, გაქრობას არაფერი გიკლიათ.
ჰოდა, ძმებო, ახლა გაქვთ მომენტი გოლიათებად იქცეთ ისევ.

უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ 2004 წელია, თქვენი მეხსიერებიდან ამოშალეთ ყველა დაპირისპირება, რაც ერთმანეთის და მიშას მიმართ გქონდათ და საქმეს მიხედეთ.

გრეჩიხას ყოფილი ამომრჩევლის იმედად ნუ დატოვებთ ნურც თქვენს და ნურც ქვეყნის ღირსებას.
მე ჩემი გითხარით. არავითარი ინტერესი და მონაწილეობის რესურსი არა მაქვს ამ ყველაფერში, მაგრამ თუ მეხსიერების პრობლემა გითრგუნავთ საღ აზრს (ან ძველს ვერ იხსენებთ, ან ახალს ვერ ივიწყებთ), დამიძახეთ - “მათრახით” მოვალ და გაგახსენებთ, როგორები იყავით.
დავიჯერო, ტაკიმასხარებთან თანაარსებობა გირჩევნიათ და არ გინდათ, რომ კიდევ ერთხელ ამოათრიოთ ეს ქვეყანა ჭაობიდან?
გიგი უგულავა
ირაკლი ოქრუაშვილი
ვანო მერაბიშვილი
ნინო ბურჯანაძე
გიგა ბიკერია
ეს სია სპონტანურად ჩამოვწერე, ბევრი ვერც მოვიძიე, მაგრამ ყველას გეხებათ.
და იმათაც, ვინც შორიდან პოსტებით გვეხმიანებით.
Last Chance!", - წერს ნადირაშვილი ფეისბუქზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს და უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა