თეგებით ძიება

"თუ ფიქრობთ, რომ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს, გადმოფინეთ თეთრი ფერის ნაჭერი აივანზე" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი დაკავებულ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

"თუ ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს, გადმოფინეთ თეთრი ფერის ნებისმიერი ნაჭერი აივანზე, ფანჯარაზე, ეზოში, გადაუღეთ სურათი, ატვირთეთ ფეისბუქზე და დააწერეთ #თავისუფლებამიშას.
ასევე, ფოტოები ჩაყარეთ აქ, კომენტარებში.
გადმოფინეთ თავისუფლება.
ნახონ რომ ბევრნი ვართ", - წერს ჟორჟლიანი ფეისბუქზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს და უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა