თეგებით ძიება

"ესეც გაივლის" - გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სხალისო ისტორიაზე წერს:

"შარშან გაკვეთილს ვატარებდი პატარებთან. სიტყვამ მოიტანა და ერთი ლეგენდა გავიხსენეთ სოლომონ ბრძენის, რომელსაც ბეჭედზე ეწერა: "ესეც გაივლის". რთულ დროს რომ დახედავდა ხოლმე. უფრო უკეთ რომ გითხრათ, მანამდე ვისაუბრეთ ამ ამბავზე და რადგან სიტყვამ მოიტანა, ვიკითხე, აბა, ვის გახსოვთ მეთქი. მეო! - იყვირა ერთმა გურულმა გოგონამ, ძალიან ნიჭიერმა და ძალიან ცელქმა. შევატყვე, ზუსტად არ ახსოვდა, მაგრამ მაინც ,,არ დავინდე". ცოტა შეყოყმანდა და მიპასუხა: ,,რა ეწერა და ქორწილამდე მოგირჩებაო!"

დღეს მისი უმცროსი და - ცხადია, ასევე გურული, ასევე ნიჭიერი და კიდევ უფრო ცელქი არანაკლებ ოსტატურად გამოძვრა. ოცამდე სიტყვა დავწერე დაფაზე, ერთმანეთთან რთულად დასაკავშირებელი - პატარა ამბავი ამიგეთ მეთქი. ორ წუთში მომიტანა. რა ხერხით და როგორ მოახერხა, არ გაგიმხელთ. ოდესმე მოკლედ და ოსტატურად წერის მაგალითებზე თუ დავწერ, ,,მოვიპარავ" და იქ გამოვიყენებ", - წერს კეკელიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა