თეგებით ძიება

"სააკაშვილი თავისივე შექმნილი სისტემის მსხვერპლია" - არჩილ გამზარდია

ტელეწამყვანი და ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია დაკავებულ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს, რომ ის თავისივე შექმნილი სისტემის მსხვერპლია.

"ბატონ მიხეილ სააკაშვილს ვუსურვებდი სამართლიან სასამართლოს, მაგრამ სამწუხაროდ იმ სასამართლოში მოხვდა, რომელიც თვითონ შექმნა.

მესამე პრეზიდენტი თავისივე შექმნილი სისტემის მსხვერპლია და სააკაშვილს გულწრფელად თანავუგრძნობ რომ სააკაშვილის სასამართლოში მოხვდა", - წერს გამზარდია ფეისბუქზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს და უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა