თეგებით ძიება

"წარმოუდგენლად ცდებით!...მიყვარხართ და ვამაყობ" - ნიკა გვარამია

"თავარი არხის" გენდირექტორი და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ტელევიზიასთან დაკავშირებით, სოიალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

"ვისაც მთავარში ნიკა გვარამია გონია მთავარი. ვისაც მთავარი ნიკა გვარამიას გარეშე ვერ წარმოუდგენია. ვისაც მთავარი მარტო ნიკა გვარამია გონია.

წარმოუდგენლად ცდებით!
შეხედეთ მთავარს, როგორ მუშაობს ეს დღეები. პიკურ რეიტინგებსაც დებს. ამ დროს, არათუ მისვლის, ტელევიზიის მოკითხვის დროც არ მქონია, გასაგები მიზეზების გამო. არჩევნებით გადაღლილი, რეჟიმის მიდმივი წნეხის ქვეშ მყოფი გუნდი ისევ მაქსიმალურად ეგექტურად, სრულიად უშიშრად და უმაღლეს დონეზე მუშაობს!

თუ რამეში მთავარი ვიყავი, ასეთი გუნდის შეკრებაში და მწყობრ მექანიზმად ქცევაში, მექანიზმად, რომელიც არ იღლება, არ ეშინია, არასდროს აგდებს ეფექტურიბას, არასდროს იხევს უკან და მიდის მხოლოდ წინ!

მთავარში მთავარი ხართ თქვენ, ჩვენი მაყურებლები! დანარჩენში, ყველა მთავარი ვართ, თითოული ჩვენთაგანი! მთავარი ვართ ყველა ჩვენ ჩვენს საქმეში! ვართ და საუკეთესოდავ ვაკეთებთ! და ყველა მთავარი ერთად ვიკრიბებით ჩვენ მთავარ გუნდში და ერთად ვაკეთებთ ამ ქვეყნის მთავარ და საუკეთესო ტელევიზიას!

მიყვარხართ და ვამაყობ მთავარი არხი", - წერს გვარამია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა