თეგებით ძიება

"ღამე მეღვიძება, ვგრძნობ ხელების ფათურს, ხშირ სუნთქვას..." - მამინაცვალმა გერზე იძალადა

ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფეისბუქ გვერდზე "დამიცავი, პატარა ვარ" მორიგი ისტრორია ვრცელდება:

"მინდა, ჩემი ისტორია მოგიყვეთ.

8 წლის ვიყავი, როცა დედამ მეორე ოჯახი შექმნა. რახან მის დედამთილს "შვილიანი" რძალი არ უნდოდა, ცალკე დავიწყეთ ცხოვრება. მამინაცვალი თავიდანვე მოძალადე და ხეპრე იყო, არამარტო დედაზე, ჩემზეც ხშირად ძალადობდა ფიზიკურად და ამისთვის დღემდე არ უგია პასუხი.

დედა მალევე დარჩა ორსულად 9 წლის ვიყავი, სხვაგან დასარჩენი რომ არ გვქონდა და მშობიარობა რომ დაეწყო, მამინაცვალთან დამტოვა.
ღამე მეღვიძება და ვგრძნობ ხელების ფათურს, ხშირ სუნთქვას და მოძრაობას. თავის დაღწევა რომ ვცადე, მაგრად მიმიხუტა. ძალიან შემეშინდა, როგორღაც წამოვხტი, სახლიდან გავიქეცი და ის ღამე გვერდზე სადარბაზოში გავათენე, კიბეზე.

სამწუხაროდ, დედას რომ მოვუყევი, არ დამიჯერა. დღემდე ტრავმად მომყვება და დღემდე ვფიქრობ, ორივეს სამაგიერო როგორ გადავუხადო ბავშვობის დამახინჯებისთვის".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა