თეგებით ძიება

"როცა სახლში დავბრუნდები, ჩემი სიყვარული აღარ შემხვდება და აღარ ჩამეხუტება" - ინგა გრიგოლიას ემოციური პოსტი

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, რომელსაც საყვარელი ძაღლი, ბობო მოუკვდა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"ჩვენ ძალიან მძიმე და ცივსისხლიანი პროფესია გვაქვს. პროფესია, რომელმაც არ იცის შენი დარდი.... უნდა დადგე და იმუშავო, თუნდაც კვდებოდე. მეც არ მჯერა, რომ ეხლა სტუდიაში ვზივარ და გადაცემის დაწყებას ველი. მართლა ყველაზე დიდი ცხოველი ყოფილა ადამიანი-საკუთარ თავზე ვსაუბრობ, დღეს რომ აქ ვარ და გადაცემაზე ვსაუბრობ.

დღეს მექნება პირველი საღამო,როცა სამსახურიდან სახლში დავბრუნდები და ჩემი სიყვარული აღარ შემხვდება და აღარ ჩამეხუტება. უკვე იმ ჭკუაზე ვარ, სახლი გავყიდო, სადაც სრული სიცარიელეა გუშინდელს მერე", - წერს ინგა გრიგოლია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა