თეგებით ძიება

"ის უკანონობა, რომლსაც ახლა სჩადიან ზუგდიდში" - სააკაშვილის მორიგი წერილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან კიდევ ერთი წერილი გაავრცელა, მან ზუგდიდელებს, ანზორ მელიას, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, მანუჩარ ფიფიას სოლიდარობა გამოუცხადა.

"ივანიშვილის რეჟიმის მთავარი მიზანი, როგორც თავის დროზე მხედრიონისა არის - სამეგრელო. ის უკანონობა, რომლსაც ახლა სჩადიან ზუგდიდში და რასაც აპირებენ სენაკში და სხვაგანაც, არ უნდა შერჩეთ! მე მქონდა შესაძლებლობა, წინა დღეებში ჩამესუნთქა სამეგრელოს ჰაერი და ეს არის შეუცდომლად, შემიძლია ვთქვა, თავისუფლების ჰაერი. საქართველოს გათავისუფლება ისევ უნდა დაიწყოს სამეგრელოდან. ხვალ ყველანი ხმების დასაცავად ნიკა მელიას და პარტიის სხვა ლიდერების მეთაურობით. სოლიდარობა ანზორ მელიასა და ჩვენს კანდიდატს, ფიფიას, რომელმაც გაიმარჯვა პირველ ტურში და ახლა ართმევენ გამარჯვებას. სოლიდარობა ზუგდიდელებს - ზუსტად ვიცი, რა შავი ფურცელია ჩვენს ისტორიაში ის, რომ საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას ვერ გავუფრთხილდით მთელი საქართველო, ასევე ზუსტად ვიცი, ეს აღარ გამეორდება და ერთად ამას ჩვენ აღარ დავუშვებთ", - წერს სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა