თეგებით ძიება

"განწირული მამის ხმა: სად ხართ შვილებო?! ღმერთო დამეხმარე!" - კეკელიძე ბათუმის ტრაგედიაზე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ბათუმის ტრაგედიაზე წერს:

"არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან გარდაცვლილი ბავშვის ამოყვანის სცენა. თითქოს სხვა სამყარო, რომელიც ირგვლივაა, საკუთარი წარსულით და მომავლით, უქმდება და უფასურდება.
და განწირული მამის ხმა: სად ხართ შვილებო?! ღმერთო დამეხმარე!
თვითონაც ნანგრევებად ქცეულები, ვუყურებთ ეკრანს, რომელიც თავგნაწირული მაშველების ფონზე, გარდაცვლილების რიცხვის ზრდას გვაცნობს. ვუყურებთ და ვერაფერს ვფიქრობთ.
ახლა სხვა ყველაფერი ყალბი მგონია, გარდა ამ გაყინული, უფიქრო შეძრწუნებისა. ის სიტყვებიც ყალბია, რომ თითქოს წუთისოფლის წამიერება შევიგრძენით და უფრო დავაფასებთ ერთმანეთს და ცოცხლად ნაკლებად დავღრღნით. ყველაფერი ყალბია, გარდა იმ ორ ,,ჯანმრთელ" სახლს შორის სიკვდილის ღია პირივით დაფჩენილი ნასახლარი ნაპრალისა.
ეს ნანგრევების დღე და ღამეა და ასეც დარჩება ჩვენს ბედკრულ ისტორიაში", - წერს კეკელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა