თეგებით ძიება

"უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ... იმედია, ამჯერად მაინც ვისწავლით ჭკუას" - გოგა ჩანადირი

ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სოცილურ ქსელში ეხმაურება და იმედოვნებს, რომ პასუხისმგებლობის საკითხი სამართლიანად დადგება.

"ძალიან იმოქმედა ბათუმის ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევით გამოწვეულმა ტრაგედიამ.
გარდაცვლილი ექვსია. ვიზიარებ მათი ოჯახების, ახლობლების ტკივილს.
უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ.
ბევრი კითხვა გააჩინა ამ უბედურმა შემთხვევამ.
იმედია, ამჯერად მაინც ვისწავლით ჭკუას.
პასუხისმგებლობის საკითხი სამართლიანად დადგება.
უნებართვო მშენებლობებსა და მიშენებებსაც გადაეხედება.
ყველაზე მეტად კი იმის დაიმედება მინდა, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა აღარ გაიზრდება", - წერს ჩანადირი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ნანგრევებში ჯერ კიდევ იმყოფება 3 ადამიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა