თეგებით ძიება

"ძალიან მეცოდები და მტკივა შენი ტკივილი" - გელა დაიაური მიმართავს კაცს, რომელსაც ბათუმში ცოლ-შვილი დაეღუპა

პოეტი, გელა დაიაური სოციალურ ქსელში მიმართავს კაცს, რომელსაც ბათუმის ტრაგედიის შედეგად ცოლ-შვილი დაეღუპა.
"ჩემთვის უცნობო აჭარელი ძმაო, ღმერთმა იცის, როგორ ვგრძნობ, რა ტკივილს გრძნობ, რა სიცარიელეა შენს სულში... როგორი ცივი გახდა სამყარო შენთვის!!!! დიდი განსაცდელი მოგივლინა ღმერთმა. .. რამდენი პასუხგაუცემელი კითხვა იტრიალებს შენს გონებაში. მთელი ცხოვრება მოგიღწევს ამ ტკივილის ტარება და მასთან ერთად ცხოვრება. ძალიან მეცოდები და მტკივა შენი ტკივილი. სულით და გულით გითანაგრძნობ და ვუთანაგრძნობ ყველა გარდაცვლილის ახლობლებს და სრულიად საქართველოს!!! არ მინდოდა, ისედაც მძიმე ფონის დამძიმება, მომიტევე. უბრალოდ , თავი ვალდებულად ჩავთვალე, მცირედით მაინც გამეემხნევებინე ჩემი თანაგრძნობით!!!", - წერს გელა დაიაური ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის დედა და მისი 2 მცირეწლოვანი შვილი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ნანგრევებში ჯერ კიდევ იმყოფება 3 ადამიანი. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა