თეგებით ძიება

„ეს სათნო გოგო ჩემი მოსწავლე იყო... სიკვდილიც ხომ სასტიკად გამორჩეული ხვდა წილად“ - ინგა მეკეიძის მასწავლებელი

ბათუმის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი, ინგა მეკეიძის მასწავლებელი, სოციალურ ქსელში მისი მოსწავლის შესახებ წერს:

„ი ნ გ ა მ ე კ ე ი ძ ე - ეს ლამაზი და სათნო გოგო ჩემი მოსწავლე იყო! გუშინ ამ დროს ჯერ კიდევ ბედნიერი ოჯახის ბედნიერი დედა და დიასახლისი.... აი, ისეთი გამორჩეული მოსწავლე იყო განსაკუთრებულად რომ ამახსოვრდებათ კლასის დამრიგებლებს... სიკვდილიც ხომ სასტიკად გამორჩეული ხვდა წილად... ვეღარ გაუძლო მისმა სიკეთით სავსე გულმა და წავიდა თავის შვილებთან. ვუსამძიმრებ ნასაკირალს, მეკეიძეების გაუბედურებულ ოჯახს და ყველას", - წერს ინგა მეკეიძის მასწავლებელი.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის დედა და მისი 2 მცირეწლოვანი შვილი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა