თეგებით ძიება

"ბევრი სახლი დაგვემხობა თავზე, რადგან ქუჩაში მფურთხებელთა რაოდენობის შემცირებას ვერ ვატყობ" - ზურაბ ერისთავი

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ზურაბ ერისთავი ბათუმის ტრაგედიაზე წერს:

"არ გგონიათ, რომ ამ სახლის ჩამონგრევის ტრაგედია პირდაპირ კავშირშია ლიფტში დამფურთხებლებთან, სადარბაზოში მომფსმელებთან, მანქანიდან ბოთლის მსროლელებთან, სხვის ჭიშკართან მანქანის გამჩერებლებთან, უნიღბოებთან, მოკლედ ყოველ ჩვენგანთან ვინც კანონს ვარღვევთ? ასეთი, ერთი შეხედვით, ნაკლებ მნიშვნელოვანი დანაშაულების ჩადენაა იმავე ჯაჭვის რგოლი, რომელიც ზემოდან ორი სართულის დაშენებისა და ქვემოდან საძირკვლის გამოთხრის თავისუფლებას გვანიჭებს ღვთისმშობლის წილხვედრელებს.
ჩემი სამწუხარო დასკვნა ისაა, რომ კიდევ ბევრი სახლი დაგვემხობა თავზე, რადგან ქუჩაში მფურთხებელთა რაოდენობის შემცირებას ვერ ვატყობ", - წერს ერისთავი.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის დედა და მისი 2 მცირეწლოვანი შვილი.შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა