თეგებით ძიება

"უსასტიკესად უნდა დაისაჯოს ამის გამკეთებელი ცხოველი...კიდევ რამდენი ბავშვია ნაღმზე?" - ვიკა ბუკია

ჟრნალისტი ვიკა ბუკია ბათუმის ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ დამნაშავეები უსასტიკესად უნდა დაისაჯოს.

"გუშინ, ტრაგედიის პირველ საათებში, როცა ნანგრევებში ბავშვებს ვეძებდით, არაფერი მაინტერესებდა ამის გარდა: მაშველებს ამოეყვანათ ბავშვები. ყველა სხვა საკითხზე საუბარი უდროო იყო. არაეთიკური. მძიმე.

დღეს როცა პოლიეთილენის პარკებში გახვეული ბავშვები ამოიყვანეს და ნიშან-წყალიც არაა, რომ ნანგრევებს მიღმა სიცოცხლე შეიძლება იყოს, არაფერი არ მაინტერესებს გარდა იმისა: რომ უსასტიკესად დაისაჯოს ამის გამკეთებელი ცხოველი. და უნდა დაისაჯონ ისინი, ვინც წლების განმავლობაში ამ სიველურეს აფარებენ ხელს, მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლო ბერკეტით. ახლა ამ კითხვების არდასმაა ზუსტადაც უზნეობა.

კიდევ რამდენი ბავშვია ნაღმზე? კიდევ რამდენი ბავშვია ბეწვზე? კიდევ რამდენი ბავშვი ცხოვრობს 5სართულიან კორპუსში, რომელსაც 7 სართული დააშენეს თავზე?

კიდევ რამდენი ბავშვის სიცოცხლეს აიტანს ნაცნობობით გამონგრეული კედლები?
გარდაცვლილები კი არა, ცოცხლად დარჩენილებიც გამოსაგლოვი გვყავს ისეთი ხდება ქვეყანაში.
ადამიანმა ისე გამოაცალა საძირკველი ამხელა კორპუსს, არ აღმოჩნდა არავინ ვინც განგაშს ატეხდა. პატრონი არ გვყავს.
საცოდავი ბავშვები.

ბავშვები, რომელიც ნანგრევებისთვის და პოლიეთილენის პარკებისთვის გაწირეს.
ალბათ ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი, როგორც გამოიყურება ახლა ჩვენი ტელევიზორის ეკრანები", - წერს ფეისბუქზე ვიკა ბუკია.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის დედა და მისი 2 მცირეწლოვანი შვილი.შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა