თეგებით ძიება
09. 10. 2021 სპორტი

საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი წუთიერი დუმილით გაიხსნება

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი საფეხბურთო მატჩი, საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, წუთიერი დუმილით გაიხსნება.

გარდა ამისა, ტრაგედიის გამო სტადიონზე თამაშს მაყურებლებიც აღარ დაესწრებიან.

საფეხბურთო შეხვედრა "ბათუმი არენაზე" დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის დედა და მისი 2 მცირეწლოვანი შვილი.შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა