თეგებით ძიება
15. 05. 2024 სპორტი

კვარაცხელია ძალიან მომწონს, სასიამოვნოა, რომ მისი კუმირი ვიყავი - ხოსე მარია გუტი

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ხოსე მარია გუტიმ ტელეკომპანია DAZN-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, გუტი კვარას ბავშვობის კუმირია და ესპანელმაც სწორედ ამის შესახებ ისაუბრა.

როგორც გუტიმ აღნიშნა, კვარას პირადად არ შეხვედრია, მაგრამ მასთან ინსტაგრამზე ცოტა ხანი ისაუბრა კიდეც.

„კვარაცხელია ძალიან მომწონს. არა, პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ინსტაგრამზე ვისაუბრეთ. სოციალური მედიის ერთ-ერთი დადებითი მხარეც ესაა, რომ მნიშვნელობა არ აქვს სად ხარ, წამში შეგიძლია ნებისმიერს დაუკავშირდე და ისაუბრო. როდესაც გავიგე, რომ მისი ბავშვობის კუმირი ვიყავი, საწვრთნელ ბაზაზე ჩემი ხელმოწერით მაისურით გავუგზავნე. შემდეგ ინსტაგრამზე გამოვიწერე და ცოტა ვისაუბრეთ.

რას ნიშნავს მისი კუმირი ვიყო? ეს, რა თქმა უნდა, ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მხარეა. შენი თამაშის წყალობით ბავშვებს შეიძლება შეუყვარდე, დაიწყონ თამაში და შესაძლოა მომავალში ნამდვილი პროფესიონალები გახდნენ, შეიძლება დიდი ვარსკვლავებიც, როგორც მის შემთხვევაში, ეს ნამდვილად სასიამოვნოა. ყველა გავიზარდეთ ჩვენი კუმირით, ყველა ვიყავით ვიღაცით აღტაცებული და ამ შემთხვევაში სასიამოვნოა, რომ ვიღაცის კუმირი მეც ვიყავი“, - აღნიშნა გუტიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა