თეგებით ძიება

"ბიზნესისთვის საყრდენი კედელი გამოგვიცალა მეპატრონემ" – დავით ლიკლიკაძე

ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება:

“ძალიან ბევრი კორპუსი ვიცი ქუთაისში, ძალიან ბევრი, რომ უთქვამთ ადგილობრივებს (სახვადასხვა დროს) ბიზნესისთვის საყრდენი კედელი გამოგვიცალა მეპატრონემო.

ეს ადამიანები ყოველთვის აპროტესტებდნენ, ჩვენ ვაშუქებდით ტელევიზიებით და აქ მთავრდებოდა აბავი. მაგრამ ფაქტია, რომ ყოველთვის აქ არ მთავრდება ამბავი.

ვინ იცის რა ნაღმებზეა ამოფარებული სხვა ხალხიც, მათ შორის ბიზნესიც სხვათაშორის…” – წერს ლიკლიკაძე.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის დედა და მისი 2 მცირეწლოვანი შვილი.შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა