თეგებით ძიება

"ტირის, რომ ოჯახი აღარ ჰყავს" - მძიმე კადრი ბათუმის ტრაგედიიდან

ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი ბათუმის ტრაგედიის ამსახველ ემოციურ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ასახულია კაცის მძიმე ემოციური მდგომარეობა, რომელსაც ცოლ-შვილი დაეღუპა.

"კაცი, რომელიც მაღაზიაში გავიდა და უკან მოსულზე 12 წლის ონლაინ გაკვეთილზე მყოფი შვილი და მეუღლე ნანგრევებში დახვდა. ლოდინისას, ინტერვიუზე უარი მითხრა, თუმცა პირად საუბარში თქვა, რომ 1 წუთიც არ უძინია, არ მოცილებია ადგილს სადაც ცოლ-შვილს ცოცხალს ელოდა....

ეს წუთებია 2 ცხედარი ამოიყვანეს, ტირის რომ ოჯახი აღარ ჰყავს", - წერს ჯენი კვანტალიანი.

ბათუმის ნანგრევებიდან ცოტა ხნის წინ დედა-შვილის ცხედარი ამოიყვანეს. 12 წლის მოზარდი შემთხვევის დროს ონლაინ გაკვეთილს ესწრებოდა.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის დედა და მისი 2 მცირეწლოვანი შვილი.შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.

თეგები

მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა