თეგებით ძიება

„ერთი კაციც რომ გამოჩენილიყო, რომელიც უნებართვო მშენებლობისთვის საჩივარს დაწერდა – ბოზი და ინტრიგანი იქნებოდა“ – ნუგზარ სულაშვილი

საფრანგეთი – საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„რა დავწერო ან რა ვთქვა?!

ერთი კაციც რომ გამოჩენილიყო, რომელიც უნებართვო მშენებლობისთვის საჩივარს დაწერდა – ბოზი და ინტრიგანი იქნებოდა. ყველა მეზობელი მოიძულებდა და გამარჯობის ღირსად არ ჩათვლიდა…

ხვდებით “ბოზსა” და “ჩამშვებს” რამდენი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო?!

ვერა!!!

ამას კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ბრბო ვერასოდეს მიხვდება! ასეთი პასუხისმგებლობის ადამიანები ღირსეული მოქალაქეები კი არა – “მტრები” და “ბოზები” არიან!“, – წერს სულაშვილი.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის დედა და მისი 2 მცირეწლოვანი შვილი.შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა