თეგებით ძიება

"სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირიო" ასეა ეს" - გამოხმაურებები ბათუმის ტრაგედიაზე

ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოებაში, მათ შრრის სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

ტრაგედიას ემოციურად ეხმაურება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი, თათა დავითულიანიც.

"გავა დრო და ყველას დაგვავიწყდება ეს ტრაგედია, მხოლოდ ერთი წლის თავზე გაგვახსენდება, ისიც იმიტომ რომ ჩვენივე დაწერილი სტატუსები შეგვახსენებს რა მოხდა 08.10.2021 ში…. თუ ვინმეს დაუდგინდა დანაშაული ისიც მოიხდის სასჯელს,მაგრამ ვინმე გააცოცხლებს ამ ადამიანებს ასე სხვის დაუდევრობას და სიხარბეს რომ შეეწირნენ??? ვინმე შეძლებს მათ ოჯახებს და ახლობლებს ეს ტკივილი გაუქარწყლოს?- არა ვერავინ შეძლებს ამას!!! ვერავინ ვერასდროს!!! ამ დროს ჩვენ გავაგრძელებთ ისევ სიძულვილით, ბოღმით, შურით, სიხარბით, მომხვეჭელობით ცხოვრებას, ისევ ვიქნებით მიკერძოებულები,უსამართლოები, დაბრმავებულები, ქონების მოგროვებით გაფაციცებულები…… როდემდე? იქამდე სანამდეც ერთ დღეს ჩვენს თავს არ დატრიალდება მსგავსი ტრაგედია….. რა გვიშველის?! მხოლოდ სამართლიანობა!!! მხოლოდ სიყვარული!!! მხოლოდ სიკეთე!!! მაგრამ არა ახლა ვფიქრობთ მხოლოდ ასე, მერე??? აი მერე ხომ უცებ გვავიწყდება რაც რეალურად გვჭირდება და გადაგვარჩენს…. მერე მთავარი ხდება კარგი ხელფასი, კარგი მანქანა, კარგი სახლი და ბევრი ფული ანგარიშზე… “სხვისი ჭირი-ღობეს ჩხირი” ო ასეა ეს ", - წერს დავითილიანი ფეისბუქზე.

"იქამდე სანამ, აღრეულია მოვალეობა და უპასუხისმგებლობა...სანამ ადამიანებს ეგოიზმი გვიხრავს გულს და სულს...სანამ გულგრილობაა ჩვენი ცხოვრების კრედო....სანამ გული ცარიელი გვექნება და არა სიყვარულით სავსე. სანამ ჩვენი გონება ორიენტირებულია მატერიალურზე და არა სიკეთის მადლზე, თანადგომაზე, თავმდაბლობაზე და უბრალოებაზე...მანამდე მრავალი საშინელების მომსწრე იქნება ადამიანი., ამ წუთისოფელს საწუთრო ჰქვია და მარადიული მხოლოდ ის ფასეულობებია...რასაც ფულზე ვერ ვიყიდით! ამ ფასეულობებს უნდა გავუფრთხილდეთ...."

"100% % სიტყვები არ მყოფნის ვერ უძლებს გული ამ ტრაგედიას!" - წერენ სტატუსის კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის დედა და მისი 2 მცირეწლოვანი შვილი.შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა