თეგებით ძიება

„არ მოცილებია ადგილს, სადაც ცოლ-შვილს ცოცხალს ელოდა... " - კვატნალიანი

ჟურნალისტი ჯჟენი კვანტალიანი სოციალურ ქსელში ბათუმის ტრაგედიაზე წერს:

„კაცი, რომელიც მაღაზიაში გავიდა და უკან მოსულზე 12 წლის ონლაინ გაკვეთილზე მყოფი შვილი და მეუღლე ნანგრევებში დახვდა.

ლოდინისას, ინტერვიუზე უარი მითხრა, თუმცა პირად საუბარში თქვა, რომ 1 წუთიც არ უძინია, არ მოცილებია ადგილს, სადაც ცოლ-შვილს ცოცხალს ელოდა….

ეს წუთებია 2 ცხედარი ამოიყვანეს, ტირის რომ ოჯახი აღარ ჰყავს“, – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის დედა და მისი 2 მცირეწლოვანი შვილი.შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა