თეგებით ძიება

"ხელისუფლება რომ მილიარდელთა კუნძულის აშენებით აბოლებდა ხალხს, აი, ეგ ქვეყანა ვართ ჩვენ" - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

"უამრავი ავარიული სახლის და წვიმის დროს, კანალიზაციაში ჩაძირული ბათუმის პატრონი, ადგილობრივი ხელისუფლება რომ
მილიარდელთა კუნძულის აშენებით აბოლებდა ხალხს და მცირე, მაგრამ ამომრჩევლის გარკვეულ ნაწილს რომ აჯერებდა, აი, ეგ ქვეყანა ვართ ჩვენ", - წერს გრიგოლია ფეისბუქზე.

ცნობისთვის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების აცხადებდნენ, რომ ქალაქ ბათუმში ხელოვნურ, პალმის მსგავს კუნძულის აშენებას აპირებენ.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის დედა და მისი 2 მცირეწლოვანი შვილი.შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა