თეგებით ძიება

"საპროტესტო აქცია ზეიმი არ არის – ისიც ტრაგედიის შედეგია" - ირინა სარიშვილი

ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"რა დროს აქციებია ტრაგედიააო – უმორალო მორალისტებმა.
საპროტესტო აქცია ზეიმი არ არის – ისიც ტრაგედიის შედეგია.
ზუსტად ამ ტრაგედიის დღეებში პუტინის პირადი პატიმარი საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს!
ზუსტად ამ ტრაგედიის დღეებში მორალისგან დაცლილი ხელისუფლება წაგებული არჩევნების ოქმების შეცვლას და თავიდან დათვლას ცდილობს! ჰოდა მათ მიმართეთ – რა დროს ქურდობაა, ტრაგედიააო, ჩვენ ნუ გვეუბნებით!

ყველა აქციას დავესწრები და სხვებსაც მოვუწოდებ, სადაც უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაა – უსამართლობაა ყველა ტრაგედიის სათავე.

გამოდით, რამდენი ხართ ჩემზე მეტად შეწუხებულები ბათუმში დატრიალებული უბედურებით, ბავშვების დაღუპვით! გამოდით და დაგთვლით!", - წერს სარიშვილი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, 9 ოქტომბერს "ნაციონალურმა მოძღაობამ" ქალაქ ზუგდიდში ფართომასშტაბიანი აქცია გამართა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა