თეგებით ძიება

"უამრავი ადამიანი ცხოვრობს პოტენციურად სასიკვდილო საცხოვრებელში..." - ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ნეტა თუ არსებობს რამე კომპანია საცხოვრებელი სახლი შეამოწმოს უკანონო რემონტებზე, გაზგაყვანილობის და ელექტრობის უსაფრთხოებაზე. დარწმუნებული ვარ უამრავი ადამიანი ცხოვრობს პოტენციურად სასიკვდილო საცხოვრებელში. ცხადია ვგულისხმობ კერძო კომპანიას, მაღალი პასუხისმგებლობით, პროფესიონალებით დაკომპლექტებულს. სახელმწიფო უწყებებში რა ხალხიც მუშაობს ამ სფეროში ეტყობა მშენებლობებსაც და ბათუმის ტრაგედიასაც. ან რამდენად სჭირდება ყველა მაცხოვრებლისგან ნებართვა მსგავს შემოწმებას.
ხომ არ იცით შემთხვევით?", - წერს ნანა გეგეჭკორი ფეისბუქზე.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის დედა და მისი 2 მცირეწლოვანი შვილი. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა