თეგებით ძიება

"ორი ბინაა მიდგმული" - ორიგინალური სამშენებლო ხრიკი

სოციალური ქსელის მომხმარებელი, მარიამ ნიკურაძე ფეისბუქზე ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ასახულია კორპუსზე მიშენებული ბინები.

"წავედი დღეს ისევ ჩამოვუარე მიშენებებს, ადრე ამაზე რაღაც სთორი მქონდა დიდი და რამ უნდა გამაკვირვოს-მეთქი, მაგრამ ამაზე ცოტა მაინც პირი დამრჩა ღია.
ანუ.. ფაქტობრივად ორი ბინაა მიდგმული", - წერს მარიამ ნიკურაძე.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის დედა და მისი 2 მცირეწლოვანი შვილი. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა