თეგებით ძიება

"ტრაგიკულად დაღუპულების ხსოვნისთვის მაინც ეცათ პატივი" - გოგა ჩანადირი ქართველ ფეხბურთელებს აკრიტიკებს

ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი 9 ოქტომბერს ბათუმში გამართულ საქართველო-საბერძნეთის ნაკრებების თამაშს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ქართველ ფეხბურთელებს აკრიტიკებს.

"არ ვიცი, რა სჭირთ ჩვენი ნაკრების ფეზბურთელებს. რა უნიათოდ თამაშობენ.
არათუ ქვეყანა, ფეხბურთიც არ უყვართ.
არ იხარჯებიან, არ იბრძვიან.
ბოლოადაბოლოს, დღრს ბათუმში იყო თამაში ბერძნებთან და შავი სამკლაურისთვის მაინც ეთამაშათ, ტრაგიკულად დაღუპულების ხსოვნისთვის მაინც ეცათ პატივი.

0:2 წავაგეთ და უკვე, მესამე მსოფლიო შესარჩევი ციკლია, თამაში არ მოგვიგია.
წაგებას უიღბლობახაც ტყუილად ვაბრალებთ. გოლი გააქვს ფეხბურთელს, ბურთს აწვდის ფეხბურთელი, თამაშობს ფეხბურთელი და როცა არაფერს აკეთებ, იღბალი რა შუაშია?", - წერს ჩანადირი.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის დედა და მისი 2 მცირეწლოვანი შვილი.შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა