თეგებით ძიება

"როცა ადამიანები იღუპებოდნენ და შველას ითხოვდნენ, ესენი საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ზრუნავდნენ" - ზურა ბაუჟაძე

სოციალურუ ქსელის მომხმარებელი, ზურა ბაუჟაძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება:

"როგორც კი ფანჯრის გამოცვლას დააპირებ ბათუმში ზედამხედველობის სამსახური ეგრევე დაგადგება თავზე.
ამ სახლის სარემონტო სამუშაოების შესახებაც საქმის კურსში იყვნენ, მოსახლეობამ გააპროტესტა, მაგრამ მერიამ "დაიკიდა".

გუშინ ტრაგედიის შემდეგ დაფაცურდნენ და სასწრაფოდ დაიწყეს დოკუმენტაციის მოწესრიგება ანუ როცა ადამიანები იღუპებოდნენ და შველას ითხოვდნენ ესენი კაბინეტებში ფაცხაფუცხით დოკუმენტების მოწესრიგებას ცდილობდნენ. საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ზრუნავდნენ.

შვიდი კორპუსი ისე აშენდა ქალაქში არ ვიცოდითო,
სახლს საძირკველი გამოუთხარეს და არ ვიცოდითო,
იმ ლეოგრანდშიც, სადაც 14 ადამიანი ამობუგეს, იქ ხომ იცით რომ ახლაც კაზინო და სასტუმროა და არც მდგომარეობა შეცვლილა?
ეს ხომ იცით?
იქ სადაც იცოდით, იქ რა გააკეთეთ?", - წერს ბაუჟაძე ფეისბუქზე.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის დედა და მისი 2 მცირეწლოვანი შვილი. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა