თეგებით ძიება

"თავად ვარ ასეთ ტრაგედიაში ნამყოფი...სასაწაულებრივად გადავრჩით" - თემო საჯაია

მომღერალი თემო საჯაია ბათუმის ტრაგედიას ეხმაურება და პირად ისტორიას ყვება, რომელსაც მას წლების წინ გადახდა.

"ბათუმი
ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს...
პირადად ჩემთვის ძალიან რთული იყო ამ ყველაფეის ყურება,რადგან თავად ვარ ასეთ ტრაგედიაში ნამყოფი,როდესაც 2009 წლის 25 აპრილის ღამით "ვარსკვლავების აკადემია"-ის შენობა დაინგრა და სასაწაულებრივად გადავრჩით მონაწილეები,მაგრამ ორი მემონტაჟე გარდაიცვალა.

მაშინ არანაირი გაშუქება და რეაგირება არ მოყოლია ამ ფაქტს,მიზეზი მარტივი იყო,მაშინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების კომპანიები იყვნენ დანაშაულის "შემკვეთ-შემსრულებლები"...

იმედს ვიტოვებ,დღეს ნათელი მოეფინება ამ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს და ყველა დამნაშავე დაისჯება,რადგან აღარ მოხდეს მსგავსი ტრაგედიები...

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს...", - წერს თემო საჯაია ფეისბუქზე.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის დედა და მისი 2 მცირეწლოვანი შვილი. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა