თეგებით ძიება

"შევასრულე პირობა, ჩამოვედი, მაგრამ შენ არ დამხვდი...მტკივა უშენობა..." - ნინო ბაუჯაძე მამაზე, რომელიც ბათუმის ტრაგედიას ემსხვერპლა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჯემალ ბაუჯაძე, რომლის ქალიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"მა, მართლა არ ვიცი რა გითხრა, ახლაც სიზმარში მგონია თავი. ვიცი, რომ კითხულობ ამას და ისევ ჩემთან ხარ. სული და გული მეწვის ამ ამბით, უბრალოდ ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ. 1 კვირის წინ, თბილისში რომ გამაცილე, მითხარი ოქტომბერში აუცილებლად ჩამოდი დედიკოს დაბადების დღისთვისო, დიდი ხანი ვერ მოვითმენ უშენოდო. მე შევასრულე პირობა, ჩამოვედი ოქტომბერში, მაგრამ შენ არ დამხვდი. მტკივა უშენობა, კანში ვერ ვეტევი ისე ცუდად ვარ, გული მეგლიჯება. გუშინ გავიგე თუ არა ეს ამბავი მაშინვე დაგირეკე. გირეკავდი, მაგრამ დაკავება გქონდა, ალბათ დახმარებისთვის რეკავდი. ბოლო ფოტოზე ჩემი წერილია, რომელშიც ჯერ კიდევ იმედი მქონდა, რომ არ იყავი იმ ჯოჯოხეთში.

მთელი ღამე ვუყურებდი ლაივს და დარწმუნებულო ვიყავი, რომ სადღაც იმალებოდი და მაინც ცოცხალი დამიბრუნდებოდი.
არ ვიცი უშენოდ რა უნდა ვქნა, როგორ უნდა მოვიქცე, როგორ უნდა გავაგრძელო ყოველდღიური ცხოვრება… ისევ და ისევ შენი ხათრით შევეცდები, რომ ფეხზე დავდგე და ვიცი ამაში დამეხმარები!!!

მთელს მსოფლიოში საუკეთესო მამიკო იყავი, ხარ და იქნები! დღეს არის პირველი ღამე, როდესაც შეთან ლაპარაკის გარეშე დავიძინებ! მიყვარხარ სამუდამოდ, მა.

მტკივა 9 ოქტომბრის ჯოჯოხეთური ღამე", - წერს ნინო ბაუჯაძე ფეისბუქზე.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის დედა და მისი 2 მცირეწლოვანი შვილი. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა