თეგებით ძიება

"ესაა დიდი სიყვარულის ისტორია... ჩემი ყველა წარსული ურთიერთობა დასრულებულია" - რას წერს სააკაშვილი პირად ცხოვრებაზე?

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი პირადი ცხოვრებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს, რომ ყველა წარსული ურთიერთობა დასრულებულია.

"მათთვის, ვინც ჩემი პირადი ცხოვრებით არის დაინტერესებული.

ამ ეტაპზე იმაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვან ბრძოლაში ვარ ჩართული, ვიდრე ჩემი პირადი ცხოვრებაა. თუმცა, რადგანაც ჩემი ცხოვრების ეს ნაწილიც ინტერესის სფეროა და არაერთი კითხვა დაისვა ამ თემის გარშემო, მინდა გიპასუხოთ - ჩემი ყველა წარსული ურთიერთობა დასრულებულია. მე და ლიზამ დიდი ხნის წინ დავუკავშირეთ ერთმანეთს ჩვენი ცხოვრება და უკვე მრავალი თვეა ერთად თანავცხოვრობთ, როგორც სრულფასოვანი პარტნიორები. ეს არის დიდი სიყვარულის ისტორია და თავს ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ.
მე ვთხოვ ხალხს პატივი სცენ ჩვენს პირად ცხოვრებას, ისევე როგორც სანდრას პირად ცხოვრებას, რომელსაც კეთილგანწყობით, პატივისცემით ვეპყრობი და მადლობელი ვარ მისი ერთად წარმოუდგენელი ცხოვრებისათვის.

ახლა სრულად ვარ კონცენტრირებული ჩემს ბრძოლაზე. ვაგრძელებ შიმშილობას და გადაწყვეტილი მაქვს ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო", - წერს სააკაშვილი ფეისბუქზე.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსზე იყო დაქორწინებული, მათ ორი შვილი ჰყავთ. მე-3 პრეზიდენტის დაკავების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ის ლიზა იასკოსთან ერთად ცხოვრობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა