თეგებით ძიება

"რა უნდა ქნას ნანგრევებში, მოყოლილმა პაწიამ... ვერც დედიკომ უმღერა, მას ძილის წინ ნანები, მხოლოდ ბიძამ ჩაიკრა, გაუგრძელა წამები" - ლექსი ბათუმის ტრაგედიაზე

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. გარდაცვლილთაგან 4 ერთი ოჯახის წევრია - დედა, მისი 2 მცირეწლოვანი შვილი და ბავშვების ბიძა. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.

ტრაგიკულ შემთხვევას, მომღერალმა ლაშა ღლონტმა ემოციური ლექსი მიუძღვნა:

ჩემ საყვარელ ეზოში,
ჩამოშლილი კედლები,
ამ ქათქათა ბათუმში,
ერთ ღამეში ვბერდები!!!
რა უნდა ქნას ნანგრევებში,
მოყოლილმა პაწიამ,
ზღაპარიც კი ბოლომდე,
ვერ მოუყვა ბაჭიამ,
ვერც დედიკომ უმღერა,
მას ძილის წინ ნანები,
მხოლოდ ბიძამ ჩაიკრა,
გაუგრძელა წამები,
ჩემ საყვარელ ეზოში,
ჩამოშლილი კედლები,
და ქათქათა ბათუმში,
ერთ ღამეში ვთეთრდები!!!




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა