თეგებით ძიება

"ბოდიშს ვუხდი ჭირისუფალს... ვიღებ თქვენს კრიტიკას" - თეკლა ტაბატაძე ბათუმის ტრაგედიის გაშუქებაზე

ჟურნალისტი თეკლა ტაბატაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის, მათ შორის ბათუმის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს.

"ბოდიშს გიხდით. ვუყურე ჩემს თავს და . ცივ გონებაზე ვიაზრებ მომხდარის არაეთიკურობას. ახლა მიწევს მტკიცება არამხოლოდ იმის, რომ გულქვა არ ვარ, არამედ იმისაც, რომ არ არსებობს კომენტარი, რომელიც შვილმკვდარი მამის ისტორიაზე უფრო მნიშვნელოვანია (მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში ჯერ არ იყო ცნობილი არც ცოლის და არც ბავშვების გარდაცვალების შესახებ).

ბოდიშს ვუხდი პირველ რიგში ჭირისუფალს, თუ ჩემი კითხვით ოდნავ მაინც გავუმძაფრე დიდი ტკივილი.
ვუხდი ბოდიშს მაყურებელს და ტვ პირველის გუნდს. მათ ვისაც დღეს მთელი დღეა უწევს ამ ლანძღვის ატანა", - წერს ტაბატაძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა