თეგებით ძიება

Feedc Georgia ნიკო კვარაცხელიაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

Feedc Georgia პლატფორმის დამფუძნებლის, თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ყველა გეგმა, რაც ნიკო კვარაცხელიას Feedc-თან მიმართებით ჰქონდა, განხორციელდება.

"პლატფორმა Feedc-ის მენეჯმენტი და ტექნიკური ჯგუფი მადლობას გიხდით Feedc-ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას გარდაცვალების შემდეგ, ჩვენი თანადგომისთვის, ასევე იმისთვის, რომ ამ დღეების განმავლობაში Feedc-ზე რეგისტრაციის მსურველების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. კომპანიის ყველა თანამშრომელს სჯერა ნიკოს ხედვის, და ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება Feedc-ის ტექნოლოგიურ განახლებაზე მუშაობა.

ჩვენ მიზანია, რომ ნიკოს იდეა, ჩანაფიქრი და მომავლის ყველა გეგმა, რომელიც Feedc-ს უკავშირდება სისრულეში მოვიყვანოთ. ნიკოს პროექტის მიხედვით Feedc გახდება ყველაზე მასშტაბური კონტენტის გასაზიარებელი პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს ბარიერების გარეშე შეეძლება საკუთარი აზრის სხვისთვის გაზიარება, ექნება საშუალება წაიკითხოს მისთვის საინტერესო ბლოგები, ნაშრომები და სტატიები.

ცნობილია, რომ გარდაცვალებამდე ნიკო კვარაცხელია მუშაობდა ახალ, მსოფლიო მასშტაბის გრანდიოზულ პროექტზე , რომელსაც ნიკოს არ ყოფნით გამოწვეული სირთულის მიუხედავად, ვეცდებით ბოლომდე მივიყვანოთ.

ნიკოზე Feedc-ში წარსულში არ ვისაუბრებთ, რადგან ნიკო იყო და არის მომავალის ადამიანი", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" გია კვარაცხელიას შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ის 16 სექტემბერს გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა