თეგებით ძიება

"სიმწარემ გადამაწყვეტინა სამარცხვინო აღიარების გაკეთება... საკუთარ თავს ამას ვერასოდეს ვაპატიებ...." - ენდი ძიძავა

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, მსახიობმა ენდი ძიძავამ სოციალურ ქსელში აღიარებითი ხასიათის პოსტი გამოაქვეყნა:

"ალბათ სიმწარემ გადამაწყვეტინა სამარცხვინო აღიარების გაკეთება ზუსტას ახლა... სიმწარემ და საკუთარი უვიცობის სირცხვილმა...
ჩემმა თავისმომჭრელმა სირცხვილმა ვერ მაჯობა...გონებამ გული ვერ მართა და აღიარებას მაკეთებინებს ყველას წინაშე... მეც იმ ათასობით კრიმინალის სიაში ვარ...

მეც 20 წლის უკან მივანგრ-მოვანგრიე "ხრუშავკაში" ბევრი თუარა, რამოდენიმე კედელი მაინც...
რა მეშველება, რომ საკუთარ თავს ამას ვერასოდეს ვაპატიებ............................
როგორ მტკივა........................", - წერს ძიძავა ფეისბუქზე.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. გარდაცვლილთაგან 4 ერთი ოჯახის წევრია - დედა, მისი 2 მცირეწლოვანი შვილი და ბავშვების ბიძა. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა