თეგებით ძიება

"ვხედავ აფხაზეთს, სოხუმს წყალი წაიღებს..." - რას აცხადებს ლელა კაკულია

წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებულ ვარიანტს სოციალურ ქსელში ავრცელებს, სადაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრობს:

"საქართველოში, ვხედავ, ბევრი პოლიტიკური პარტია დაიშლება.
ვხედავ, სამაჩაბლოში ჯერ უიარაღო ხალხი დგას, ქართველი ახალგაზრდობა. მაგრამ მერე პატარ–პატარა დაჯგუფებები ჩნდება, რომლებიც ადამიანებს გაიტაცებენ — სამხედროებსაც და სამოქალაქოებსაც. რუსეთი ვერაფერს დაამტკიცებს. საქართველოს არცერთი ქვეყანა არ გაამტყუნებს.

ვხედავ, ჩრდილოეთ ოსეთი სამაჩაბლოს სასაკლაოს შეარქმევს — მე ეს ადრეც მაქვს ნაწინასწარმეტყველები, მაგრამ ახლა ყველაფერი უკვე ახლოსაა.

ვხედავ, რუსეთი სამხედრო ბაზებს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში აღარ აკეთებს. ეს იმიტომ, რომ კრემლში იციან, დღეს თუ ხვალ, მაინც მოუწევთ ქართული მიწების დატოვება. დიახ, ასე ასრულდება.

ვხედავ აფხაზეთს, სოხუმს წყალი წაიღებს. ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე - წლების წინ. სადაც წყალი გაივლის, ის ადგილები უკაცრიელი ხდება. ვხედავ, მოსახლეობა გარბის: სომხები, აფსუები, ჩრდილოკავკასიელები, რუსები. ღმერთი არ შეარჩენს მათ არაფერს! არ შეარჩენს ქართულ მიწაზე ცხოვრებას!

განსაკუთრებით დაზარალდება სოჭი, რომელსაც წყალი ყველა მხრიდან შეუტევს. თითქოს კოსმოსი ამას სოჭის ჩასაძირად აკეთებს. ვხედავ, რაც აშენდა ოლიმპიადისთვის, ყველაფერი მოისპობა.

ვხედავ, დღეს სოხუმში თითქოს მარტო დე–ფაქტო ხელისუფლება ზის და მეტი არავინ. ხალხი წავიდა. აფხაზეთში გაქანებული რუსიფიკაცია მიდის და აფსუები ამას ვერ აიტანენ. გაიმართება დიდი შიდა ომები. აფხაზეთში პარტიზანული მოძრაობა დაწყებულია, რასაც რუსეთი მალავს.

პირველი, რასაც საქართველო დაიბრუნებს — ეს კოდორია. სწორედ იქაა ყველაზე დიდი პარტიზანული დაჯგუფებები", - აღნიშნულია ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა