თეგებით ძიება

"ადამიანები ნანგრევების ქვეშ იხოცებოდნენ და სახელმწიფო დანაშაულის ჩამორეცხვით იყო დაკავებული" - ვიკა ბუკია

ჟრნალისტი, ვიკა ბუკია ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და სახელმწიფოს გულგრილობაზე სოციალურ ქსელში წერს:

"სახელმწიფოს გადაგვარების ყველაზე საზარელი ეპიზოდი :
ტრაგედიის შემდეგ, რამდენიმე საათში რეესტრში სასწრაფოდ დაიწყეს დოკუმენტაციის მოწესრიგება; ანუ გესმით, ჰო? იქ ადამიანები ნანგრევების ქვეშ იხოცებოდნენ, ითხოვდნენ შველას და სახელმწიფო იყო დაკავებული კორპუსის დოკუმენტების მოწესრიგებით, დანაშაულის ჩამორეცხვით. ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს დააწიეს ხარვეზი კედლის გამონგრევის პროექტზე. ადამიანები იყვნენ გადასარჩენი და ესენი საკუთარი ტყავის გადარჩენას ცდილობდნენ.
და ამ ყველაფრის შემდეგ დასკვნებიც ვერ გამოვიტანეთ სწორად. ხან დამწყებ ჟურნალისტს ეცნენ საჯიჯგნად და ხან კალას უწერენ გულებს გაუქმებული თბილისობის გამო", - წერს ბუკია ფეიაბუქზე.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის დედა და მისი 2 მცირეწლოვანი შვილი. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა