თეგებით ძიება

"ჩვენ არ ვიცით გლოვა... ტრაგედიის დროსაც დამნაშავეების ძებნას ვცდილობთ..." - დეა მამისეიშვილი

ჟურნალისტი, დეა მამისეიშვილი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, სოციალურ ქსელში წერს:

"ჩვენ არ ვიცით გლოვა.
ტრაგედიის დროსაც გამუდმებით დამნაშავეების ძებნას ვცდილობთ, იმის ნაცვლად რომ ჯერ სიცოცხლეს პულსი დავუთვალოთ და გადარჩენილებით გავიხაროთ.
გლოვაშიც დამნაშავეს ვეძებთ და დღეს “ერთი ჟურნალისტი” ვიპოვეთ.
მომეწონა თუ არა? - არა!
ჭირისუფალთან მისვლა ყველაზე მძიმე და შეუძლებელია ჩემთვის. ადამიანები საკუთარ ტრაგედიასთან მარტო უნდა დავტოვოთ!
გამიკეთებია თუ არა ისეთი რამ რაც არ მომწონებია? - კი.
ბევრჯერ დამიშვია შეცდომა, იმიტომ კი არა რომ ეს მინდოდა, იმიტომ რომ მეც ადამიანი ვარ პლუს-მინუსებით.
უბრალოდ, სულ ვცდილობ ადამიანად დავრჩე. ჯერ ადამიანი ვიყო და მერე ჟურნალისტი.
ვინც ქოლავთ თქვენს კოლეგას, თქვენც ბევრი პროფესიული ლაფსუსი გაქვთ. ის გოგოც, ვინც “ჩაქოლეთ”, სამწუხაროდ, მძიმედ დალაქავდა.
გლოვა უნდა ვისწავლოთ, თანაგრძნობა და გვერდში დგომა. ეს მთავარია, ყოველთვის", - წერს ჟურნალისტი.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. გარდაცვლილთაგან 4 ერთი ოჯახის წევრია - დედა, მისი 2 მცირეწლოვანი შვილი და ბავშვების ბიძა. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა