თეგებით ძიება

ცესკო - გადათვლილია 258 საარჩევნო უბანი, 121 უბანზე შედეგები მცირედით შეიცვალა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გადაითვალა 258 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები, მათგან 121 უბანზე შედეგები მცირედით შეიცვალა.
თუმცა, როგორც ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განმარტა, ამას საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

მისი თქმით, 3 საარჩევნო ოლქში: დმანისში, წყალტუბოში და მარტვილში კვორუმი არ შედგა და შესაბამისად აღნიშნული ოლქების 12 უბანზე გადათვლის პროცედურა არ ჩატარდა.

ნათია იოსელიანის განმარტებით, 68 საოლქო საარჩევნო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციით იმ საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგები გადაითვალა, სადაც წარდგენილი იყო შედეგების გადათვლის/გადასინჯვის მოთხოვნით საჩივრები ისეთი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ არჩევნებზე მრავალწლიანი დაკვირვების გამოცდილება და 2 ოქტომბრის არჩევნებს ფართო წარმომადგენლობით დააკვირდნენ, ამასთან, არჩევნების შემდეგ აქვეყნებენ თავიანთ ანგარიშებს.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდა. შედეგების მიხედვით, 20 ქალაქში მეორე ტურები გაიმართება. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს არის დაგეგმილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა