თეგებით ძიება

"ოჯახი დილით! ოჯახი საღამოს!" - ბავშვის თვალით დანახული ბათუმის ტრაგედია

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. გარდაცვლილთაგან 4 ერთი ოჯახის წევრია - დედა, მისი 2 მცირეწლოვანი შვილი და ბავშვების ბიძა. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.

უბედურ შემთხვევას საზოგადებაში დიდი გამოხმაურება მოყვა. სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ბავშვის ნახატს აქვეყნებს, რომელიც ბათუმის ტრაგედიას უკავშირდება.

"მარიამის თვალით ოჯახი დილით! ოჯახი საღამოს!" - აღწერს ნახატს ანა ახალაძე.

"ოჯახი დილით! ოჯახი საღამოს!" - ბავშვის თვალით დანახული ბათუმის ტრაგედია




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა